понедельник, 25 сентября 2017 г.

საწრეო მუშაობის გეგმა (I სემესტრი)

                                                         წრის სამუშაო გეგმა
                                          მათემატიკის წრე  მე-2       კლასში    (I სემესტრი)
(პედაგოგი - სალომე ქველაძე)
2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე.  წრეში გაერთიანებულია              მე-2   -ე   კლასის  5 მოსწავლე:
1     გიორგი ხუდოიანი
2     ბარბარე სარიბეგოვი
3     ანა საგინაშვილი
4    გია ესიავა
5    სანდრო ფიოდოროვი
   წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მეხუთე გაკვეთილზე. 
   საწრეო მუშაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას მათემატიკაში, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით; მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის და სიყვარულის გამომუშავება; მათემატიკური აზროვნების დახვეწა; საგნისადმი მეტი ცოდნის დაგროვება, რაც მომავალში მათემატიკური საკითხების სწორად და გააზრებულად ამოხსნის საწინდარი გახდება, ასევე დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში, რაც ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და აადვილებს სწავლის სურვილს.
აქტუალობა: დღესღეისობით აუცილებლობას წარმოადგენს მათემატიკის კარგად დაუფლება, რომელსაც საფუძველი სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს, რომელსაც საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება მასწავლებლის მიერ. ზოგიერთი ბავშვი ამ ასაკში ამჯობინებს სხვა აქტივობებით დაკავდეს ვიდრე მათემატიკა იმეცადინოს და ან შემოიფარგლება მხოლოდ იმ დავალებებით, რომელსაც მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოში არის წარმოდგენილი, საჭიროა მეტი ვარჯიში ამ მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წრის დაარსება.
     შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ შედეგებთან:
მათ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმდებები.
        შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმდების შედეგს.
·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს;
·         განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·         ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას ად ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას;
მათ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმდებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
    შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
·         დაადგენს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში;
·         ირჩევს ხერხს და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
მათ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ამოცანის პირობის მიხედით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
·         ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად;
მათ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა თ მოსწავლე:
·         ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით;
·         განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
·         უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს;

    წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას. მოსწავლეები წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკის შესახებ. გაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.  დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის განვითარებას  ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება მათ პიროვნულ განვითარებაზე.  ასევე წრეში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის უნარის განვითარებას, პასუხისმგებლობის გაზრდას.

  რესურსები:   მათემატიკის სახელმძღვანელო  II კლასი ( თ. ვეფხვაძე, გ. გოგიშვილი....)  დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში ( ი. რუხაძე, ნ.ბაციკაძე)  კალამი, დაფა, ცარცი, მარკერი, მაგნიტური გეომეტრიული ფიგურები,  დამატებითი სავარჯიშოებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელო  თვალსაჩინოება, გამოყენებული რესურსები ემსახურებიან წრის მუშაობას მიზნის მიღწევაში.
                                          წრის სამუშაო პროგრამა
                                         2017-2018 სასწავლო წელი
   I სემესტრი
თვე და რიცხვი
                                          სამუშაო პროგრამა

27.09.2017
1.საორგანიზაციო საკითხები. საწრეო მუსაობის შინაარსისა და მიზნის გაცნობა
4.10.2017
2. შეკრება და გამოკლება ( 20-მდე რიცხვები )
11.10.2017
3. გეომეტრიული ფიგურები
18.10.2017
4. გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა
25.10.2017
5. ამოცანის შემადგენელი ნაწილების დასახელება
1.11.2017
6. ამოცანების ამოხსნა
8.11.2017
7. რიცხვები 0-დან 100-ის ჩათვლით
15.11.2017
8. არითმეტიკული მოქმედებები რციხვებე (შეკრება)
22.11.2017
9. არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე ( გამოკლება)
29.11.2017
10. რიცხვების გაორმაგება
6.12.2017
11. რიცხვების განახევრება
13.12.2017
12. განტოლება. უცნობი შესაკრების პოვნა
20.12.2017
13. შეჯამება

                               მშობლების გამოკითხვის ანკეტა
                                          ( საწრეო  მუშაობის დაწყებამდე)
სახელი და გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:

1.       თანახმა ხართ, რომ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა)  დიახ                   ბ) არა


2.       ხართ თუ არა ინფორმირებული საწრეო მუშაობის განრიგისა და გეგმის შესახებ?
ა)  არა     ბ)დიახ


3.       როგორ ფიქრობთ, აღნიშნული საწრეო მუშაობა შეუწყობს თუ არა  ხელს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ      ბ) ნაწილობრივ         გ) არა


4.       როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მორგებული წრის მუშაობის გეგმა თქვენი შვილის ინტერესებზე?
ა) ნაწილობრივ შეესაბამება    ბ) არ შეესაბამება      გ) სრულად შეესაბამება


5.       ელოდებით თუ არა შედეგს საწრეო მუშაობის დასრულების შემდეგ?
ა)  ველოდები                ბ) ნაწილობრივ         გ) არ ველოდები


მშობლის სახელი გვარი
შედეგი
ირინა ალოიანი
ირმა გალუსტოვი
ევა სარიბეგოვი
ლეილა ვიბლიანი
ლალი უგრეხელიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий