ღონისძიებები

7 ივნისს მოეწყო მე-2 კლასის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება;   შევასრულეთ სხვადასხვა აქტივობები დედების დახმარებით; მოეწყო წლის განმავლობაში შეგროვილი მე-2 კლასის ფოტოებით სლაიდ შოუ; დავემშვიდობეთ მე-2 კლასს და  კარი გავუღეთ უკვე მე-3 კლასს:


ივნისის თვეში მოეწყო ექსკურსია: საგურამო-შიომღვიმი-სვეტიცხოველი (02.05.2018)
     


  ცოტათი განვიტვირთეთ და გავისეირნეთ კინოთეატრში. სასაცილო ფილმიც ვნახეთ (კურდღელი პიტერის თავგადასავალი)  მარტის თვეში, გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დედიკოებს მივულოცეთ მათი დღე, გავამხიარულეთ, ვუმღერეთ, ვუცეკვეთ.
    განვახორციელეთ აქტივობები დედიკოების მონაწილეობით. მე-2  -ე კლასში საახალწლო მზადებაა... ახალი წელი მოიპარეს... ზღაპრისა თუ ფილმების გმირები მიეშურებიან ახალი წლის გადასარჩენად.
   შემოდგომა მოვიდა მე-2 -ე კლასში. მიხო პაპა და მარო ბებო კახეთიდან ჩამოვიდნენ, თან ათასგვარი ტკბილეულობები ჩამოგვიტანეს. შემოდგომის ნობათი მოგვართვეს.







აი უკვე მე-2 კლასში ვართ და დავუბრუნდით სკოლას. ნაყოფიერი და ბედნიერი წელი გქონოდეთ ჩემო პაწაწუნებო... 15 სექტემბერი 2017-2018 სასწავლო წელი.





Комментариев нет:

Отправить комментарий