სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა
სააღმზრდელო პროგრამა
კლასი - II
მასწავლებელი - სალომე ქველაძე 2017-2018 სასწავლო წელი
სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის დრო თავის აღსაზრდელებთან .დამრიგებლის მიზანია მოსწავლეთა პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის , მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება . სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის , სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში ;
დამრიგებელმა სადამრიგებლო საათზე , შესაძლოა , სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს : "მინი" ლექცია - ვერბალური ახსნის მეთოდი , დისკუსია , შემთხვევის განხილვა , ექსკურსია , გონებრივი იერიში, პრეზენტაცია , როლური თამაში .
პიროვნული და მორალური განვითარება
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი? რით განსხვავდებით პირველკლასელებისაგან?
(ჩვენ ვიცით კითხვა,წერა, ანგარიში)ზაფხულის შთაბეჭდილებები.
|
1 შეხვედრა
| |
2
|
საკლასო წესების შემუშავება. რომელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში?
|
1 შეხვედრა
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას შესაძლებელია შეფასდეს, რამდენად კარგად იცავენ ბავშვები წესებს, ასევე აღირიცხოს,როდის იცავენ და როდის არღვევენ ისინი ამ წესებს, რასაც საბოლოოდ მოსწავლეთა წახალისება დაჯილდოება მოჰყვება.
|
3
|
ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას (საკონტროლო წერას, გამოკითხვას,ფეხბურთის თამაშს).
|
1 შეხვედრა
|
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად.
|
4
|
თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს;ადამიანური თვისებები თვისებები,
რომლებიც აუცილებელია მეგობრობისა და სწავლისათვის;თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში.
|
1 შეხვედრა
|
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად.
|
5
|
იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი (მოსწავლის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აქცენტი მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე და არა თანდაყოლილ თვისებებზე) როგორი ვარ მე?ავტოპორტრეტი თვისებებით.
|
1 შეხვედრა
| |
6
|
მეგობრობა, მეგობრობის უნარი
|
1 შეხვედრა
| |
7
|
ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება. სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს. დადებითი და უარყოფითი მხარეები.
|
1 შეხვედრა
| |
8
|
ადამიანების დახმარება,ალტრუიზმი;როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
|
1 შეხვედრა
| |
9
|
მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში სირთულეების „სკივრი”.მაგ., ზოგისთვის რთულია გაკვეთილზე წყნარად ჯდომა,
ზოგისთვის - კარნახით წერა..
|
2 შეხვედრა
| |
10
|
მეორეკლასელის შესაძლებლობები -შესაძლებლობათა „სკივრი”.
|
1 შეხვედრა
| |
11
|
სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები:ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება, მოუთმენლობა,სიფიცხე.
|
1 შეხვედრა
| |
12
|
სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი,სტრატეგიების შემუშავება,კონფლიქტების მოგვარება - კონფლიქტების (უთანხმოების გამომწვევი მიზეზები).
|
1 შეხვედრა
|
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად.
|
13
|
ქცევის წესები, ეტიკეტი:დაბადების დღისთვის - საჩუქრის შერჩევა, გადაცემა,ან საჩუქრის მიღება;სუფრაზე, თეატრსა თუ კინოში ქცევის წესები.
|
2 შეხვედრა
| |
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
თემატიკა
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის,ეზოს, ქუჩის მოფრთხილება)ხეების მოვლა
|
1 შეხვედრა
|
თემას ეხებიან ბუნებისმეტყველების გაკვეთილზეც ამიტომ შესაძლებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამრიგებელმა ვიქტორინის ,გამოფენის, ან სოციალური პროექტის მოწყობა ითაოს.
|
2
|
საკუთარი ჯანმრთელობა,როგორც ფასეულობა;ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.
|
1 შეხვედრა
| |
3
|
დღის რეჟიმი,დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები,მათი დაგეგმვის აუცილებლობა.
|
2 შეხვედრა
|
თემას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც ეხებიან .ამიტომ მსგავს საკითხებზე საუბარი შესაძლებელია ექსკურსიის დროს,საგნის პედაგოგთან ერთად.
|
4
|
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი,სასარგებლო პროდუქტები,დროულად დაძინება,კომპიუტერის გამოყენებისა და ტელევიზორის ყურების რეგლამენტი
|
2 შეხვედრა
| |
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ.საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება,შესვენების დროს კიბეებზე სირბილი.
|
1 შეხვედრა
| |
2
|
უსაფრთხოება -მშობლების,მეგობრების მისამართის ცოდნის აუცილებლობა,ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები.
|
1 შეხვედრა
| |
3
|
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები,ძეგლები,მოვლენები.
|
2 შეხვედრა
|
თემას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც ეხებიან. ამიტომ მსგავს საკითხებზე
საუბარი შესაძლებელია ექსკურსიის დროს საგნის პედაგოგთან ერთად.
|
4
|
ქალაქის, სოფლის,ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.
|
1 შეხვედრა
| |
|
|
|
მოსწავლის აქტივობაში ჩართულობის
თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
I დონე
|
II დონე
|
III დონე
|
ქულა
|
1. ჩართულობა
|
აქტიურად ვარ ჩართული კლასის საათში, ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს რამდენჯერმე აქტივობის განმავლობაში -
4 ქულა
|
ჩართული ვარ საკლასო აქტივობაში,ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს, ხანდახან აქტივობის მანძილზე.
3ქულა
|
არ ვარ ჩართული საკლასო აქტივობაში, არ ვმონაწილეობ კითხვაში, არ ვსვამ კითხვებს და არ გამოვთქვამ მოსაზრებებს მთელი აქტივობის განმავლობაში - 0 ქულა
| |
2. მოსმენა
|
ყოველთვის ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 3 ქულა
|
ხანდახან ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 2 ქულა
|
არასდროს ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 0 ქულა
| |
3. ქცევა
|
არასდროს ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 3 ქულა
|
იშვიათად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 2 ქულა
|
ხშირად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 0 ქულა
| |
|
|
|
|
|
ჩემი სადამრიგებლო კლასი
|
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий