воскресенье, 10 июня 2018 г.

ჩემი 10 მცნება

 


ჩემი 10 მცნება
  1. გაინტერესებდეს   საქმენი შენნი;
  2. იცოდე შენი საგანი;
  3. იცოდე, რა გზით შეიძლება შენთვის  აუცილებლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, როდესაც თავად აღმოაჩენ;
  4. ხედავდე  მოწაფეთა  სახეებზე მათს ფიქრს, იცოდე თუ რას  ელიან შენგან;  პატივ ეცი მათს  სატკივარს; წარმოიდგინე საკუთარი თავი მათს ადგილას.
  5. ნუ მისცემ მხოლოდ  მწირ ინფორმაციას; ეცადე, შეაჩვიო მოსწავლე მსჯელობას, თანმიმდევრულ მუშაობის უნარს და აზროვნებას;
  6. მიაჩვიე  მოსწავლე მიხვედრას;
  7.  მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს;
  8.  ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა  ამოცანის  ამოხსნაში გამოდგეს; აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი;
  9. ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას, რათა  თავად მოწაფემ გამოიცნოს  იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ, თავად იპოვოს,  რაც შეიძლება მეტი;
  10. მიეცი მხოლოდ  მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს საკუთარ აზრს.
                                                                 ჯორჯ პოია  

суббота, 9 июня 2018 г.

საწრეო მუშაობის რეფლექსია (II სემესტრი)

                                 საწრეო მუშაობის რეფლექსია
                                         მათემატიკის წრე (II სემესტრი)
     2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის უკეთ შემსწავლელთა წრე. საგნობრივი წრე მოიცავდა საქმიანობის ერთ სემსტრს. წრეში გაერთიანებული იყო მე-2   -ე კლასის ხუთი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ ხუთშაბათ დღეს მეხუთე გაკვეთილზე. წრეზე განხილული საკითხები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო მათემატიკური უნარების განვითარებას. საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები და განხილული საკითხების სესაბამისობა ესგ-ის მოთხოვნებთან.

пятница, 8 июня 2018 г.

საწრეო მუშაობის პროცესი (II სემესტრი)

                                  წრის მუშაობა
                                   I I   სემესტრი
      2018 წლის 25 იანვარს პირველად შეიკრიბნენ მათემატიკის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. აგრეთვე ის რომ საწრეო მუსაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, მეხუთე გაკვეთილზე. შემდგომ მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებთ მეორე სემესტრის განმავლობაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და მოხალისეობრივი ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო მუშაობას.

четверг, 7 июня 2018 г.

ღონისძიეები

  7 ივნისს მოეწყო მე-2 კლასის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება;   შევასრულეთ სხვადასხვა აქტივობები დედების დახმარებით; მოეწყო წლის განმავლობაში შეგროვილი მე-2 კლასის ფოტოებით სლაიდ შოუ; დავემშვიდობეთ მე-2 კლასს და  კარი გავუღეთ უკვე მე-3 კლასს:

пятница, 1 июня 2018 г.

სასწავლო რესურსები

გავეცნოთ შეკრებისა და გამოკლების თვისებებს
ამოვხსნათ მათემატიკური თავსატეხი
ვიპოვოთ მათემატიკური სახლები
მათემატიკური თამაში "აფრიკაში"
ავაწყოთ მათემატიკური ფაზლი
ვსწავლობთ რიცხვების შედგენილობას მათემატიკური ტურნირი
გამოკლება მათემატიკა წყალქვეშა სამყაროში
გავაფერადოთ დალმატინელები მოანგარიშე ფუტკარი
დიდაქტიკური თამაში
გავაფერადოთ მათემატიკურად
მათემატიკური კროსვორდი ვაწყობთ მათემატიკურ ფაზლს ვაფერადებთ მათემატიკურად რიცხვების სახლი ათწილადების გამრავლება და გაყოფა წილადები მათემატიკოსი ფუტკარი