ბლოგის მთავარი ფასეულობა სწავლაში არის ის, რომ მისი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში. ბლოგის საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი პედაგოგის მიერ გაწეული შრომის წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
ჩემი ბლოგის შექმნის მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს:
ჩემი ბლოგის შექმნის მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს:
- ჩემი, როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა;
- ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
- ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
- მოსწავლეებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
- კოლეგებისადმი სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
- ჩემი გამოცდილების გაზიარება პედაგოგებისათვის, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე;
ბლოგი მუდმივი შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი სასწავლო რესურსები;
Комментариев нет:
Отправить комментарий