კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
ორგანიზატორი: სალომე ქველაძე
თემა: ორნიშნა რიცხვების შეკრება სხვადასხვა ხერხების გამოყენებით
მიზანი: ორნიშნა რიცხვების შეკრების ხერხების დამუშავება, ამოცნობა და განმარტება; თემასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სასწავლო რესურსების შექმნა; ურთიერთთანამშრომლობა და სხვათა გამოცდილების გაზიარება; პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრება, პროფესიული წინსვლა და განვითარება.
ორგანიზატორი: სალომე ქველაძე
თემა: ორნიშნა რიცხვების შეკრება სხვადასხვა ხერხების გამოყენებით
მიზანი: ორნიშნა რიცხვების შეკრების ხერხების დამუშავება, ამოცნობა და განმარტება; თემასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სასწავლო რესურსების შექმნა; ურთიერთთანამშრომლობა და სხვათა გამოცდილების გაზიარება; პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრება, პროფესიული წინსვლა და განვითარება.
სამუშაო
შეხვედრა მოიცავდა სამ დღეს. შეხვედრებზე პრაქტიკულად განვიხილეთ და
განვახორციელეთ ის აქტივობები, რასაც ორნიშნა რიცხვების შეკრება მოიაზრებდა
სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.
პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე,
განმავითარებელ
შეფასების
რუბრიკებზე,
დაკვირვებასა და გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებზე. შევადგინეთ
მიზნის მისაღწევი
შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, რომლითაც შევძლებდით მოსწავლეების ადეკვატურ შეფასებას . თითოეულმა
სხვადასხვა ხერხით
წარმოვადგინეთ
( ათეულეზე გავლით, ათეულებსა და
ერთეულების დაჯგუფებით, ქვეშმიწერით
) ორნიშნა რიცხვების შეკრება.
სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით: ა) მაგნიტური: სვეტები, აგურები
და
სხვადსახვა ფერის მაგნიტური
ისრები ბ)ცხრილები გ) ფულის კუპიურები
სხვადასხვა სახის ამოცანების
ამოსახსნელად.
არსებული ინფორმაციის საშუალებით დავგეგმეთ გაკვეთილები. დავწერეთ გაკვეთილის გეგმა , რომლის მიზანი იყო: ორნიშნა რიცხვების შეკრება ათეულებზე
გავლით. დავგეგმეთ
აქტივობები და დავამზადეთ გაკვეთილის შესაბამისი აქტივობის ბარათები
მეორე
შეხვედრაზე ვისაუბრეთ პირველ შეხვედრაზე დაგეგმილ გაკვეთილის, ჩატარების შემდეგ მიღებულ შედეგებზე. ვისაუბრეთ გაკვეთილის დადებით
და უარყოფით
მხარეებზე, რომელიც
პირველი გაკვეთილის მსვლელობისას აისახა.
მონახაზი გავაკეთთ მეორე გაკვეთილის გეგმაზე. გაკვეთილის გეგმის
მიზანად
დავისახეთ:
მოსწავლეებმა შეძლონ ორნიშნა რიცხვების შეკრება ათეუებისა და ერთეულების დაჯგუფებით, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით. ამ შეხვედრის
მიზანი იყო შევიარაღებულიყავით ახალი ცოდნით, რომ შემდეგ ჩვენს მოსწავლეებთან გამოგვეყენებინა.
მესამე შეხვედრისას
კი გავაანალიზეთ შედეგები. ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომელიც გაკვეთილების მსვლელობისას აისახა.
გავაანალიზეთ გაკვეთილის პროცესი, თუ რა შედეგზე გავედით და როგორ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მოვახდინეთ
გაკვეთილისა და საკუთარი თავის შეფასება. შევიმუშავეთ და დავწერეთ
მესამე გეგმა,
რომელიც ითვალისწინებდა, ორნიშნა
რიცხვების შეკრებას
ქვეშმიწერით. თითოეული შეხვედრა გრძელდებოდა სამი საათი.
Комментариев нет:
Отправить комментарий