вторник, 23 января 2018 г.

საწრეო მუშაობის გეგმა (II სემესტრი)


              საწრეო მუშაობა

    მათემატიკის წრე   მე-2 კლასში (პედაგოგი - სალომე ქველაძე )

2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე.  წრეში გაერთიანებულია                მე-2  -ე  კლასის  5 მოსწავლე:
1. ნათია სასწრაფოშვილი;
2. დავით ლოლაძე
3. საბა მაღლაკელიძე
4. ვანო ყვარელაშვილი
5. ირაკლი ვაჭრიძე
   წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, მეხუთე გაკვეთილზე.

   საწრეო მუშაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას მათემატიკაში, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით; მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის და სიყვარულის გამომუშავება; მათემატიკური აზროვნების დახვეწა; საგნისადმი მეტი ცოდნის დაგროვება, რაც მომავალში მათემატიკური საკითხების სწორად და გააზრებულად ამოხსნის საწინდარი გახდება, ასევე დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში, რაც ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და აადვილებს სწავლის სურვილს.

აქტუალობა: დღესღეისობით აუცილებლობას წარმოადგენს მათემატიკის კარგად დაუფლება, რომელსაც საფუძველი სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს, რომელსაც საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება მასწავლებლის მიერ. ზოგიერთი ბავშვი ამ ასაკში ამჯობინებს სხვა აქტივობებით დაკავდეს ვიდრე მათემატიკა იმეცადინოს და ან შემოიფარგლება მხოლოდ იმ დავალებებით, რომელსაც მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოში არის წარმოდგენილი, საჭიროა მეტი ვარჯიში ამ მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წრის დაარსება.
     შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ შედეგებთან:
მათ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმდებები.
        შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმდების შედეგს.
ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს;
განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას ად ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას;
მათ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმდებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
    შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
დაადგენს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში;
ირჩევს ხერხს და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
მათ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს ხერხს, აფასებს და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსახვავებას.
ერთგვაროვან საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომელშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს
ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ან ხუთეულს; განმარტავს პასუხს.
მათ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ამოცანის პირობის მიხედით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად;
მათ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა თ მოსწავლე:
ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით;
განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს;

    წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას. მოსწავლეები წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკის შესახებ. გაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.  დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის განვითარებას  ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება მათ პიროვნულ განვითარებაზე.  ასევე წრეში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის უნარის განვითარებას, პასუხისმგებლობის გაზრდას.

  რესურსები:   მათემატიკის სახელმძღვანელო  II კლასი ( თ. ვეფხვაძე, გ. გოგიშვილი....)  დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში ( ი. რუხაძე, ნ.ბაციკაძე)  კალამი, დაფა, ცარცი, მარკერი, გეომეტრიული ფიგურები,  დამატებითი სავარჯიშოებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, გამოყენებული რესურსები ემსახურებიან წრის მუშაობას მიზნის მიღწევაში.

                                      წრის სამუსაო პროგრამა
                                    2017-2018 სასწავლო წელი
                                            II სემესტრი

თვე და რიცხვი
                                          სამუშაო პროგრამა
25.01.2018
1.  საორგანიზაციო საკითხები. საწრეო მუშაობის შინაარსის და მიზნის გაცნობა
01.02.2018
2. რიცხვთა ცხრილი 0-დან 100-ის ჩათვლით
08.02.2018
3. ორნიშნა რიცხვების შედარება
15.02.2018
4. მრგვალი რიცხვების შეკრება-გამოკლება
22.02.2018
5. არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (შეკრება)
01.03.2018
6. არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (გამოკლება)
22.03.2018
7.ორნიშნა რიცხვების შეკრება და გამოკლება
29.03.2018
8. ორნიშნა რიცხვებზე მაგალითების შედგენა
12.04.2018
9. რიცხვების გაორმაგება
19.04.2018
10. რიცხვების განახევრება
26.04.2018
11. გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა
3.05.2018
12.  გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა
10.05.2018
13.  განტოლება
17.05.2018
14. განტოლება
24.05.2018
15.  ამოცანების ამოხსნა
31.05.2018
16.  ამოცანების ამოხსნა
7.06.2018
17. შეჯამება


                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий