четверг, 21 декабря 2017 г.

საწრეო მუშაობის პროცესი (I სემესტრი)

                       რის მუშაობა
                                  I  სემესტრი
 
    2017 წლის 27 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ მათემატიკის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. აგრეთვე ის რომ საწრეო მუსაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. შემდგომ მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებთ პირველი სემესტრის განმავლობაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და მოხალისეობრივი ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო მუშაობას.

    2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის რიგით მეორე შეკრება. წრის მუშაობის თემა იყო: შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის 20-მდე რიცხვების შეხსენება, მათი ამოცნობა, რიცხვებში ათეულებისა და ერთეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის მიმატება და გამოკლება. ასევე პოზიტიური განწყობის შექმნა. შესწავლილი რიცხვების დაკავშირება მათემატიკური ნიშნების საშუალებით, ნიშნების დახასიათება.
  მოსწავლეებმა შეძლეს 20-მდე რიცხვების დასახელება, რიცხვებში ათეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის მიმატება და გამოკლება. მეცადინეობა ჩავატარე წინარე ცოდნის გააქტიურებით, გავიხსენეთ ოცამდე რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები, დავითვალეთ რიცხვები 1-ის ბიჯით. ვიმუშავეთ შეკრებისა და გამოკლების გზებზე. განვიხილეთ და ამოვხსენით მაგალითები, სადაც ათეულს ერთეული სხვადასხვა მეთოდით გამოვაკელით და მივუმატეთ. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

    
  2017 წლის 11 ოქტომბერს შედგა მესამე მეცადინეობა. წრის მუშაობის თემა იყო: გეომეტრიული ფიგურები. წრის მუშაობის მიზანი: გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა, მათი დაჯგუფება. მოსწავლეებმა დააჯგუფეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები მახასიათებლების მიხედვით, წვეროების რაოდენობის მიხედვით, გვერდების რაოდენობის მიხედვით. დაასახელეს ფიგურის შიგა და გარე არეები მათში მოთავსებული წერტილები. ააგეს საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, დაასახელეს საერთო გვერდი. ამოიცნებს გეომეტრიული ფიგურები მათ ირგვლივ.

        2017 წლის 18 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეოთხე მეცადინეობა. მუშაობის თემა იყო: გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა. მიზანი:  გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა მათი მახასიათებლებისა და მდებარეობის დასახელება, ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.   მოსწავლეებმა ამოიცნეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები ირგვლივ, აღწერეს მათი მდებარეობა მეორე ობიექტის მიმართს ტერმინების  ( მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ) გამოყენებით, მოახდინეს ფიგურების დახატვა გარკვეული ზომების გამოყენებით, მოიძიეს ტოლი ფიგურები გარემოში, მოხდინეს მათი დემონსტრირება, მოახდინეს ფიგურათა ზომების შედარება. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

     2017 წლია 25 ოქტომბერს შედგა მათემატიკური წრის მეცადინეობის მეხუთე გაკვეთილი. თემა იყო: ამოცანის შემადგენელი ნაწილების დასახელება. პირობის გამოყოფა და კითხვის დასმა. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამოცანის შემადგენელი ნაწილების შეხსენება, ამოცანის პირობისა და კითხვის გამოყოფა,მოსწავლეებს შეძლებოდათ მარტივი ამოცანების ამოხსნა.  ვიმუშავეთ ამოცანებში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა-გამოყოფაზე, ასევე ამოცანიდან კითხვის ამოღებაზე. ყურადღების კონცენტრაციაზე და ამოცანის მიმართ ინტერესის გაღვივებაზე. დავასახელეთ ამოცანის შემადგენელი ნაწილები. მოსწავლეებმა გაიაზრეს და ამოხსნეს მარტივი ამოცანები.

   2017 წლის 1 ნოემბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მეექვსე გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო:   ამოცანების ამოხსნა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდა ამოცანების გააზრება და ამოხსნა. -ით მეტი და -ით ნაკლების ტერმინების გააზრდება და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.  ვიმუშავეთ ამოცანაში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოყოფაზე. ყურადღება გავამახვილე -ით მეტი და -ით ნაკლები ტერმინების მნიშვნელობაზე ამოცანებში. დაუკავშირეს ტერმინები მეტი და ნაკლები მათემატიკურ მოქმედებებს. მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ერთმოქმდებიანი ამოცანების ამოხსნა დასახელებული ტერმინების გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა ყურადღების მობილიზება და მეხსიერება.

    2017 წლის 8 ნოემბერს გაიმართა მათემატიკის წრის რიგით მეშვიდე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: რიცხვები 0-დან 100-ის ჩათვლით. წრის მუშაობის მიზანი იყო: 0-დან 100-ის ჩათვლით რიცხვების გაცნობა, წაკითხვა, ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების დასახელება. თანრიგების გამოყოფა. მეცადინეობა დავიწყე რიცხვთა ცხრილის შედგენით.  წარმოვადგინეთ მრგვალი რიცხვები, სვეტებსა და სტრიქონებში, ცხრილში აღვადგინეთ სათანადო რიცხვები. გამოვიყენე რიცხვითი კიბეც. მოსწავლეებმა დაასახელეს მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები; დაითვალეს რიცხვები ბიჯით წინ და უკან და გამოსახეს მოცემული რიცხვები გროვებით სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. დაითვალეს საგანთა ერთობლიობაში მოცემული საგნების რაოდენობა და მოახდინეს მათი შედარება. მოსწავლეებმა დაასახელეს მოცემულ ორნიშნა რიცხვებში თანრიგები ათეულები და ერთეულები. გამოყვეს ფიგურების მოწესრიგებულ ერთობლიობაში მითითებული ფიგურის ნომერი, დაასახელეს მის წინ და უკან მდგარი ფიგურები. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

    2017 წლის 15 ნოემბერს შედგა მერვე მეცადინეობა.  გაკვეთილის თემა: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე ( შეკრება).  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის 100-ის ფარგლებში რიცხვების შეხსენება და ათეულის გავლით შეკრება. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების შეკრება. ასევე გამოიყენეს შეკრების სხვადასხვა მეთოდები.  დაასახელეს შეკრების კომპონენტები.   მოახდინეს შეკრების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით გაიზარდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების შეკრება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების შეკრებისას. მოვახდინეთ შეკრების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი შეკრება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები.

   2017 წლის 22 ნოემბერს გაიმართა რიგით მეცხრე მეცადინეობა მათემატიკის წრისა. გაკვეთილის თემა იყო: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (გამოკლება). გაკვეთილის მიზანი იყო: 100-ის ფარგლებში რიცხვების გამოკლება ათეულზე გავლით. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების გამოკლება. ასევე გამოიყენეს გამოკლების სხვადასხვა მეთოდები.  დაასახელეს გამოკლების კომპონენტები.   მოახდინეს გამოკლების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით შემცირდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების გამოკლება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების გამოკლებისას. მოვახდინეთ გამოკლების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი გამოკლება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები. შეძლეს გამოკლების მაგალითის  შემოწმება შეკრებით. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

  2017 წლის 29 ნოემბერს შედგა მათემატიკის წრის მეათე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: რიცხვების გაორმაგება. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების გაორმაგება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოების გაორმაგებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით:  სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები. ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს შეკრების თვისებები და ამის გამოყენებით მოახდინეს გაორმაგების მაგალითის ჩაწერა და გააორმაგეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით. გააორმაგეს რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და 20-ეულები. დააკავშირეს ეს მოქმდება შესაბამის ბიჯით თვლასთან. დაადგინეს არის თუ არა მოცემული რიცხვი სხვა რიცხვის ორმაგი.

     2017 წლის 6 დეკემბერს შედგა მეთერთმეტე მეცადინეობა. მეცადინეობის თემა იყო: რიცხვების განახევრება. მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების განახევრება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები განახევრებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით:  სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები.  ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს გამოკლების  თვისებები და ამის გამოყენებით მოახდინეს განახევრების მაგალითის ჩაწერა და გაანახევრეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს განახევრების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ორ ტოლ გროვად განაწილებით. გაანახევრეს ლუწი რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და 20-ეულები. დაადგინეს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი, გამოიყენეს საგანთა დაწყვილების მეთოდი. გამოიყენეს უკუთვლა და გაანახევრეს ლუწი რიცხვები. მოახდინეს განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.

    2017 წლის 13 დეკემბერს შედგა რიგით მეთორმეტე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა იყო: განტოლება, უცნობი შესაკრების პოვნა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ განტოლების მნიშვნელობის გაგება შეკრების უცნობი წევრის გააზრება და პოვნა.წრის წევრებთან ერთად განვიხილე და გავაანალიზე განტოლებათა ერთ-ერთი ტიპი: უცნობი შესაკრების პოვნა.  წრის წევრებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა შეკრების მაგალითის უცნობი წევრის პოვნა. მათ გაიაზრეს განტოლების მნიშვნელობა და უცნობი წევრი. დაასახელეს შეკრების კომპონენტები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შეკრების უცნობი წევრის პოვნა შეიძლება გამოკლებით ( ჯამს გამოკლებული ცნობილი შესაკრები) შეამოწმეს იყო თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა.  გავარჩიეთ მზგავსი სავაჯიშოები მოდელების გამოყენებით. უცნობი რაოდენობა მოდელებისა დაფარული იყო, მათი პოვნის შემდეგ მოვახდინეთ შემოწმება. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

   2017 წლის 20 დეკემბერს შედგა მათემატიკის წრის რიგით მეცამეტე, ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდნენ მეცადინეობას კიდევ. მეცადინეობაზე გაიმართა დისკუსია, თუ რა მოგვცა ამ სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთად მუშაობამ. აღინიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო შეხვედრები, გავიგეთ ბევრი რამ ახალი, განვამტკიცეთ ნაცნობი საკითხები. მოეწყო მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა (თან ერთვის გამოკითხვის შედეგები).

          მუშაობის პროცესში გამოყენებული დანართები:
 




















                 

Комментариев нет:

Отправить комментарий