წრის მუშაობა
I I სემესტრი
2018 წლის
25 იანვარს პირველად შეიკრიბნენ მათემატიკის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის
მიზნები და ამოცანები. აგრეთვე ის რომ საწრეო მუსაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, მეხუთე
გაკვეთილზე. შემდგომ მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები,
რომლებზეც ვიმუშავებთ მეორე სემესტრის განმავლობაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და მოხალისეობრივი
ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო მუშაობას.
2018 წლის 1 თებერვალს გაიმართა მათემატიკის წრის რიგით
მეორე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: რიცხვები 0-დან 100-ის ჩათვლით. წრის მუშაობის
მიზანი იყო: 0-დან 100-ის ჩათვლით რიცხვების გაცნობა, წაკითხვა, ერთნიშნა და ორნიშნა
რიცხვების დასახელება. თანრიგების გამოყოფა. მეცადინეობა დავიწყე რიცხვთა ცხრილის შედგენით. წარმოვადგინეთ მრგვალი რიცხვები, სვეტებსა და სტრიქონებში,
ცხრილში აღვადგინეთ სათანადო რიცხვები. გამოვიყენე რიცხვითი კიბეც. მოსწავლეებმა დაასახელეს
მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები; დაითვალეს რიცხვები ბიჯით წინ და უკან
და გამოცახეს მოცემული რიცხვები გროვებით სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. დაითვალეს
საგანთა ერთობლიობაში მოცემული საგნების რაოდენობა და მოახდინეს მათი შედარება. მოსწავლეებმა
დაასახელეს მოცემულ ორნიშნა რიცხვებში თანრიგები ათეულები და ერთეულები. გამოყვეს ფიგურების
მოწესრიგებულ ერთობლიობაში მითითებული ფიგურის ნომერი, დაასახელეს მის წინ და უკან
მდგარი ფიგურები. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით
გაშუქებული დავალებები.
2018
წლის 8 თებერვალს შედგა წრის მესამე გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო: ორნიშნა რიცხვების შედარება. გაკვეთილის მიზანი იყო: ორნიშნა
რიცხვების შედარება 100-ის ფარგლებში. მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა ხერხები
რიცხვების შედარების პროცესში. დაასახელეს მოცემული რიცხვების ათეულები და ერთეულები,
წარმოადგინეს გროვების სახით და შეადარეს. მოცემული რიცხვები წარმოადგინეს გროვების
სახით და შემდგომ გამოიყენეს დაწყვილების მეთოდი შესადარებლად. შეაფასეს რაოდენობები
ორ გროვაში, გამოიყენეს სიტყვები „დაახლოებით ტოლია“, დაახლოებით ნახევარია“...დაასახელეს
გროვებს შორის განსხვავება, მეტობა და ნაკლებობა. მიიღეს წესი რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:
ორნიშნა რიცხვების შედარებისას, ჯერ უნდა შევადაროთ ათეულები, მეტია ის რიცხვი, რომელშიც
მეთი ათეულია. თუ ათეულები ტოლია, ვადარებთ ერთეულებს, მეტი იქნება ის რიცხვი, რომელშიც
მეტი ერთეული აღმოჩნდება.
2018 წლის 15 თებერვალს შედგა მეოთხე მეცადინეობა.
წრის მუშაობის თემა იყო: მრგვალი რიცხვების შეკრება და გამოკლება. მუშაობის მიზანი:
მრგვალი რიცხვების შეკრება-გამოკლებაში გაწაფვა. შეკრებით გამოკლების შემოწმების უნარის
განვითარება. მოსწავლეები მრგვალი რიცხვების შეკრება-გამოკლებაში იყენებენ ათეულის
ბიჯით თვლას.ახდენენ გამოკლების სისწორის შემოწმებას შეკრებით. ასახელებენ მაგალითში
შემავალი წევრების ერთეულისა და ათეულის თანრიგებს და ასკვნიან რომ ერთეულების თანრიგი
ორივე წევრში ერთნაირია, 0-ის ტოლია, ამიტომ მხოლოდ ათეულების თანრიგების შეკრება-გამოკლება
ხდება. გამოაქვთ დასკვნა, რომ მრგვალი რიცხვების შეკრება-გამოკლების დროს მხოლოდ ათეულების
თანრიგის ციფრები იკრიბება ან აკლდება, ერთეულების თანრიგი კი ყველგან 0 იქნება.
2018 წლის
22 თებარვალს შედგა რიგით მეხუთე შეხვედრა. გაკვეთილის თემა: არითმეტიკული მოქმედებები
რიცხვებზე ( შეკრება). გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის 100-ის ფარგლებში რიცხვების
შეხსენება და ათეულის გავლით შეკრება. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში რიცხვების
დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება
და ათეულზე გავლით რიცხვების შეკრება. ასევე გამოიყენეს შეკრების სხვადასხვა მეთოდები. დაასახელეს შეკრების კომპონენტები. მოახდინეს შეკრების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით,
დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამენით გაიზარდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების
შეკრება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის
ბიჯით თვლა რიცხვების შეკრებისას. მოვახდინეთ შეკრების კომპონენტების დამრგვალება და
ზეპირი შეკრება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები.
2018 წლის
1 მარტს შედგა წრის მეექვსე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: არითმეტიკული მოქმედებები
რიცხვებზე ( გამოკლება). გაკვეთილის მიზანი
იყო: 100-ის ფარგლებში რიცხვების გამოკლება ათეულზე გავლით. მოსწავლეებმა შეძლეს
100-ის ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო
რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების გამოკლება. ასევე გამოიყენეს გამოკლების
სხვადასხვა მეთოდები. დაასახელეს გამოკლების
კომპონენტები. მოახდინეს გამოკლების დემონსტრირება
მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით შემცირდა მოცემული რიცხვი.
მოახდინეს რიცხვების გამოკლება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე
გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების გამოკლებისას. მოვახდინეთ გამოკლების კომპონენტების
დამრგვალება და ზეპირი გამოკლება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი
ან ნაკლები. შეძლეს გამოკლების მაგალითის შემოწმება
შეკრებით. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული
დავალებები.
2018 წლის 22 მარტს შედგა მეშვიდე მეცადინეობა.
გაკვეთილის თემა იყო: ორნიშნა რიცხვების შეკრება და გამოკლება. გაკვეთილის მიზანი:
ორნიშნა რიცხვები შეკრება-გამოკლებაში გაწაფვა. მოსწავლეებმა შეძლეს მაგალითში შემავალი
კომპონენტების დასახელება, როგორც შეკრებაში ასევე გამოკლებაში, მოახდინეს სხვადასხვა
ხერხების გამოყენება შეკრება-გამოკლების შესასრულებლად. შეამოწმეს მიღებული პასუხები.
გამოიყენეს ათეულზე გავლით შეკრება- გამოკლების ხერხი, რითიც განიმტკიცეს რიცხვთა დაშლის
წესი. მოახდინეს გროვებისა და სხვადასხვა მანიპულატივების გამოყენება მაგალითების გამოსათვლელად.
2018 წლის 29 მარტს შედგა წრის მეცადინეობის მერვე
გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო: ორნიშნა რიცხვებზე მაგალითების შედგენა. წრის მუშაობის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეედგინათ
შესწავლილი ორნიშნა რიცხვების გამოყენებით ( რიცხვები 10-დან 100-ის ჩათვლით) მაგალითები.
მოსწავლეები დაკვირვებით და ყურადღებით მოეკიდნენ აღნიშნულ დავალებას და შეძლეს მაგალითების
შედგენა ორნიშნა რიცხვების გამოყენებით. აქვე გავიხსენეთ ორნიშნა რიცხვები შეკრების
ხერხები, ათეულზე გავლით, მეორე შესაკრების დაშლით, როგორც ათეული და ერთეული, ჯერ
ათეულის მიმატება შემდგომ კი ერთეულის. გამოიყენეს გროვები და სხვადასხვა თვალსაჩინოებები
მაგალითების შესადგენად.
2018 წლის
12 აპრილს შედგა მათემატიკის წრის რიგით მეცხრე
მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: რიცხვების გაორმაგება. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ
რიცხვების გაორმაგება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული
სავარჯიშოების გაორმაგებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით: სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები. ჩაწერეს
მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს შეკრების თვისებები და ამის გამოყენებით მოახდინეს
გაორმაგების მაგალითის ჩაწერა და გააორმაგეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს გაორმაგების
მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის
ჯგუფის დამატებით. გააორმაგეს რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და
20-ეულები. დააკავშირეს ეს მოქმდება შესაბამის ბიჯით თვლასთან. დაადგინეს არის თუ არა
მოცემული რიცხვი სხვა რიცხვის ორმაგი. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ
პროექტორით გაშუქებული დავალებები.
2018 წლის
19 აპრილს გაიმართა რიგით მეათე შეხვედრა. მეცადინეობის თემა იყო: რიცხვების განახევრება.
მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების განახევრება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით.
მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები განახევრებაზე სხვადასხვა მოდელების
გამოყენებით: სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები,
ბარათები. ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება
გაიხსენეს გამოკლების თვისებები და ამის გამოყენებით
მოახდინეს განახევრების მაგალითის ჩაწერა და გაანახევრეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს
განახევრების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ორ ტოლ გროვად
განაწილებით. გაანახევრეს ლუწი რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და
20-ეულები. დაადგინეს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის
ნახევარი, გამოიყენეს საგანთა დაწყვილების მეთოდი. გამოიყენეს უკუთვლა და გაანახევრეს
ლუწი რიცხვები. მოახდინეს განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.
2018 წლის 26 აპრილს შედგა მეთერთმეტე შეხვედრა. გაკვეთილის
თემა იყო: გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა. წრის მუშაობის მიზანი: გეომეტრიული
ფიგურების ამოცნობა და აღწერა, მათი დაჯგუფება. მოსწავლეებმა დააჯგუფეს ბრტყელი გეომეტრიული
ფიგურები მახასიათებლების მიხედვით, წვეროების რაოდენობის მიხედვით, გვერდების რაოდენობის
მიხედვით. დაასახელეს ფიგურის შიგა და გარე არეები მათში მოთავსებული წერტილები. ააგეს
საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, დაასახელეს საერთო გვერდი. ამოიცნებს გეომეტრიული
ფიგურები მათ ირგვლივ. დაამზადეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, მათი გამოყენებით დაამზადეს
აპლიკაციები.
2018 წლის
3 მაისს შედგა წრის რიგით მეთორმეტე მეცადინეობა. მეცადინეობის თემა: გეომეტრიულ ფიგურებზე
მუშაობა. გაკვეთილის მიზანი: გეომეტრიული ფიგურების
ამოცნობა მათი მახასიათებლებისა და მდებარეობის დასახელება, ფიგურათა ზომების შედარება
და დადგენა. მოსწავლეებმა ამოიცნეს ბრტყელი
გეომეტრიული ფიგურები მათ ირგვლივ, აღწერეს მათი მდებარეობა მეორე ობიექტის მიმართს
ტერმინების ( მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ)
გამოყენებით, მოახდინეს ფიგურების დახატვა გარკვეული ზომების გამოყენებით, მოიძიეს
ტოლი ფიგურები გარემოში, მოხდინეს მათი დემონსტრირება, მოახდინეს ფიგურათა ზომების
შედარება. დაუკავშირეს გეომეტრიული ფიგურები მათთვის ნაცნობ საგნებს. მუშაობის პროცესში
გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.
2018 წლის 10 მაისს შედგა მეცამეტე შეხვედრა. გაკვეთილის
თემა: განტოლება. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ განტოლების მნიშვნელობის გაგება შეკრების უცნობი წევრის გააზრება და პოვნა.
წრის წევრებთან ერთად განვიხილე და გავაანალიზე განტოლებათა სხვადასხვა ტიპები. უცნობი
შესაკრების პოვნა. დაასახელეს შეკრების კომპონენტები და დაასკვნეს რომ უცნობი შესაკრების პოვნა შესაძლებელია
გამოკლებით. თვალსაჩინოებისთის გამოვიყენეთ სხვადასხვა ილუსტრაციები და ნახატები. შეამოწმეს
იყო თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა. გავარჩიეთ მზგავსი სავაჯიშოები მოდელების გამოყენებით.
უცნობი რაოდენობა მოდელებისა დაფარული იყო, მათი პოვნის შემდეგ მოვახდინეთ შემოწმება.
წრის წევრებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა შეკრების მაგალითის უცნობი წევრის პოვნა.
მათ გაიაზრეს განტოლების მნიშვნელობა და უცნობი წევრი.
2018 წლის 17 მაისს შეიკრიბა რიგით მეთოთხმეტე
შეხვედრა. გაკვთილის თემა იყო: განტოლება. მიზანი: გრძელდება მუშაობა განთოლებაზე;
მოსწავლეები ამოიცნობენ გამოკლების უცნობ კომპონენტებს; წრის წევრებმა გააგრძელეს მუშაობა
განტოლებაზე, დაასახელეს გამოკლების კომპონენტები, გამოიყენეს ილუსტრაციები და იპოვეს
უცნობი მაკლები, მოახდინეს განტოლების შემოწმება, დაასკვნეს რომ უცნობი მაკლების საპოვნელად
საჭიროა გამოკლების შესრულება, ყოველივე ეს ნათლად დაინახეს ილუსტრაციებისა და ნახატების
გამოყენებით, უცნობი საკლების საპოვნელად მოუხდათ მიმატების შესრულება, შეამოწმეს იყო
თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა. წრის
წევრებში განტოლების უცნობი კომპონენტების პოვნამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დიდი ინტერესითა
და მონდომებით ჩაერთვნენ წრის წევრები მუშაობაში. მათ გაიაზრეს განტოლების მნიშვნელობა
და უცნობი წევრი.
2018 წლის
24 მაისს შედგა მეთხუთმეტე გაკვეთილი. გაკვეთილის თემა: ამოცანების ამოხსნა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდა ამოცანების
გააზრება და ამოხსნა. -ით მეტი და -ით ნაკლების ტერმინების გააზრდება და გამოყენება
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. ვიმუშავეთ
ამოცანაში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოყოფაზე. დავასახელეთ ამოცანის
შემადგენელი ნაწილები. გამოვყავით ამოცანის პირობა და კითხვა. ყურადღება გავამახვილე -ით მეტი და -ით ნაკლები
ტერმინების მნიშვნელობაზე ამოცანებში. დაუკავშირეს ტერმინები მეტი და ნაკლები მათემატიკურ
მოქმედებებს. მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ამოცანების ამოხსნა დასახელებული ტერმინების
გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა
ყურადღების მობილიზება და მეხსიერება. მოსწავლეებმა შეძლეს დამოუკიდებლად ამოცანების
შედგენა სხვადასხვა ილუსტრაციების გამოყენებით. ჩაწერეს ამოცანის პირობა და ამოხსნეს.
მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.
2018 წლის
31 მაისს შედგა რიგით მეთექვსმეტე მეცადინეობა. გაკვეთილის თემა იყო ამოცანების ამოხსნა.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდა ამოცანების გააზრება. პირობისა და კითხვის
გამოყოფა. ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა.
მოსწავლეებმა დაასახელეს ამოცანის შემადგენელი ნაწილები გამოყვეს პირობა და
კითხვა. ყურადღება გამახვილდა ამოცანის კითხვებზე, მოვახდინეთ ამოცანების ამოხსნა კითხვების
გამოყენებით, რამაც უფრო ნათლად დაანახა მოსწავლეებს ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნის
სიმარტივე. მოსწავლეებმა მეტი ყურადრება გამოიჩინე ამოცანის კითხვების მიმართ. საკითხის
უკეთ გაგების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა: დავურიგე ერთმანეთთან დაკავშირებული
ორი მაგალითი, რომელთა გამოყენებითაც მათ შეძლეს ორმოქმედებიანი ამოცანის პირობის შედგენა.
ყოველივე ამან ხელი შეუწყო ისეთი უნარების განვითარებას როგორებიცაა ყურადღების მობილიზება
და მეხსიერების განვითარება.
2018 წლის 7 ივნისს შედგა მათემატიკის წრის რიგით მეჩვიდმეტე, ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა.
მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები
და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდნენ მეცადინეობას კიდევ.
მეცადინეობაზე გაიმართა დისკუსია, თუ რა მოგვცა ამ სასწავლო წლის პირველ სემესტრში
ერთად მუშაობამ. აღინიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო შეხვედრები, გავიგეთ
ბევრი რამ ახალი, განვამტკიცეთ ნაცნობი საკითხები. მოეწყო მშობლებისა და მოსწავლეების
გამოკითხვა ( თან ერთვის შედეგები).
მუშაობის
პროცესში გამოყენებული დანართები:
მოსწავლეთა დასწრების
აღრიცხვა:
წრის მეცადინეობის ამსახველი
ფოტო მასალა:
მოსწავლის შეფასება
მოსწავლის სახელი და გვარი:
1.
თქვენთვის მეცადინეობაზე მიღებული ცოდნა იყო თუ არა
საინტერესო?
ა) ნაწილობრივ
ბ) დიახ გ) არა
2.
როგორ ფიქრობ რაში დაგეხმარება მეცადინეობებზე მიღებული
ცოდნა?
ა) არ დამეხმარება არაფერში ბ) ცოდნის გაღრმავებაში
3.
გამოიყენებ თუ არა მეცადინეობებზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?
ა) გამოვიყენებ
ბ) ნაწილობრივ გამოვიყენებ გ)არ
გამოვიყენებ
4.
როგორ გარემოში მიმდინარეობდა მეცადინეობის პროცესი?
ა) კეთილგანწყობილში ბ) არა კეთილგანწყობილში
5.
ისურვებდი კიდევ მსგავს მეცადინეობებში მონაწილეობის
მიღებას?
ა) არა ბ) დიახ
მოსწავლის
სახელი და გვარი
|
შედეგი
|
||||
ნათია სასწრაფოშვილი
|
ბ
|
ბ
|
ა
|
ა
|
ბ
|
დავით ლოლაძე
|
ბ
|
ბ
|
ა
|
ა
|
ბ
|
საბა მაღლაკელიძე
|
ბ
|
ბ
|
ა
|
ა
|
ბ
|
ვანო ყვარელაშვილი
|
ბ
|
ბ
|
ა
|
ა
|
ბ
|
ირაკლი ვაჭრიძე
|
ბ
|
ბ
|
ა
|
ა
|
ბ
|
მშობლების მიერ
საწრეო მუშაობის შეფასება:
Комментариев нет:
Отправить комментарий