საწრეო მუშაობის
რეფლექსია
მათემატიკის
წრე (II სემესტრი)
2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის უკეთ შემსწავლელთა
წრე. საგნობრივი წრე მოიცავდა საქმიანობის ერთ სემსტრს. წრეში გაერთიანებული იყო მე-2 -ე კლასის ხუთი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა
კვირაში ერთხელ ხუთშაბათ დღეს მეხუთე გაკვეთილზე. წრეზე განხილული საკითხები წინასწარ
იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო მათემატიკური უნარების
განვითარებას. საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები
და განხილული საკითხების სესაბამისობა ესგ-ის მოთხოვნებთან.
მოვიწვიე
მე-2 -ე კლასის მშობელთა კრება, გავაკეთე
განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მიზნებითა და მისაღწევი
შედეგებით, რასაც გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა მშობელთაგან. მათი განცხადების
საფუძველზე კი მოხდა წრის დაკომპლექტება.
პირველი სამუშაო
შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საწრეო მუშაობის როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლის ცხოვრებაში,
შევადგინეთ შეხვედრების გრაფიკი და შესასრულებელი სამუშაოების თემატიკა, გავითვალისწინე
მოსწავლეთა ინტერესები, ჩავინიშნე მათი მოთხოვნები, რაც გავითვალისწინე მუშაობის პროცესში.
წრის მიზანი
იყო, მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინეტრესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება და კვლევით
უნარების განვითარება. მუშაობის პროცესში გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები, სავარჯიშოები,
დამხმარე მასალა, ამოცანები და თავსატეხები. ყურადღება გავამახვილე მათემატიკური უნარ-ჩვევების
(მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე. მოსწავლეები მთელი
ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავება-განმტკიცებაზე,
რაც მოსწავლეებს დაეხმარა გაეუმჯობესებინათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
შედეგები. შევთავაზე მრავალფეროვანი აქტივობები, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო
რომ გამოსულიყო გამოვიყენე შემდეგი რესურსები: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური
დაფა, პროექტორი, მანიპულატივები, ბუკები, დავალების ბარათები, ფერადი წებოვანი ფურცლები,
შუქნიშნის ბარათები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები.
საწრეო მუშაობის
შეჯამებისათვის ჩავატარე მშობლებისა და მოსწავლეების
გამოკითხვა ( თან ერთვის შემაჯამებელ გაკვეთილს), რომელშიც წრის მუშაობა დადებითად
იქნა შეფასებული, გამოკითხვამ აჩვენა, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ
გარემოში, იყო საინტერესო, გათვლილი იყო მოსწავლეთა ასაკზე. კვლავ აქვთ სურვილი მონაწილეობა
მიიღონ მსგავს აქტივობებში.
ხუთთვიანი
მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით
გათვალისწინებული საკითხების ათვისება, მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამები არ
შეგვიცვლია. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო
მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე. კარგი იქნებოდა მეტი თვალსაჩინოება და
რესურსი მეჩვენებინა, რასაც შემდეგ მუშაობაში გავითვალისწინებ.
ვიმედოვნებ,
წრეში მომუშავე მოსწავლეები მეტად გაიღრმავებენ ცოდნას და მათემატიკისადმი ინტერესი
და სიყვარული ჩამოუყალიბდებათ. სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს დამატებით მუშაობას.
მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ შემდგომი წარმატებისათვის.
წრის ხელმძღვანელი: სალომე ქველაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий