четверг, 21 декабря 2017 г.

საწრეო მუშაობის პროცესი (I სემესტრი)

                       რის მუშაობა
                                  I  სემესტრი
 
    2017 წლის 27 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ მათემატიკის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. აგრეთვე ის რომ საწრეო მუსაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. შემდგომ მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებთ პირველი სემესტრის განმავლობაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და მოხალისეობრივი ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო მუშაობას.

понедельник, 25 сентября 2017 г.

საწრეო მუშაობის გეგმა (I სემესტრი)

                                                         წრის სამუშაო გეგმა
                                          მათემატიკის წრე  მე-2       კლასში    (I სემესტრი)
(პედაგოგი - სალომე ქველაძე)
2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე.  წრეში გაერთიანებულია              მე-2   -ე   კლასის  5 მოსწავლე:
1     გიორგი ხუდოიანი
2     ბარბარე სარიბეგოვი
3     ანა საგინაშვილი
4    გია ესიავა
5    სანდრო ფიოდოროვი
   წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მეხუთე გაკვეთილზე. 
   საწრეო მუშაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას მათემატიკაში, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით; მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის და სიყვარულის გამომუშავება; მათემატიკური აზროვნების დახვეწა; საგნისადმი მეტი ცოდნის დაგროვება, რაც მომავალში მათემატიკური საკითხების სწორად და გააზრებულად ამოხსნის საწინდარი გახდება, ასევე დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში, რაც ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და აადვილებს სწავლის სურვილს.

понедельник, 18 сентября 2017 г.

სააღმზრდელო პროგრამა

სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა
                                             
                                   
     სააღმზრდელო პროგრამა
 კლასი - II
 მასწავლებელი  -  სალომე ქველაძე                       2017-2018 სასწავლო წელი                                        

   სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის  დრო თავის აღსაზრდელებთან .დამრიგებლის მიზანია  მოსწავლეთა  პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის , მოქალაქეობრივი  ცნობიერების  ჩამოყალიბება . სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის , სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში ;
   
დამრიგებელმა სადამრიგებლო საათზე , შესაძლოა , სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს : "მინი" ლექცია - ვერბალური ახსნის მეთოდი , დისკუსია , შემთხვევის განხილვა , ექსკურსია , გონებრივი იერიში, პრეზენტაცია , როლური თამაში

მიმართულება

воскресенье, 17 сентября 2017 г.

თემატური გეგმები


თემატური გეგმა

საგანი:  მათემატიკა               
კლასი:  II 
 ავტორი  გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.ქურჩიშვილი.
გამომცემლობა: ინტელექტი                                                                                   
 პედაგოგი: სალომე ქველაძე

суббота, 16 сентября 2017 г.

სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
საგანი: მათემატიკა
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
გრძელვადიანი მიზანი/ები:  
  მათ. V. 1.  იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
   მათ. V. 2.  კითხულობს, გამოსახავს, აფასებს, ადარებს და ალაგებს წილადებს.



მოკლევადიანი მიზანი


თარიღი

1

 კითხულობს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. გამოსახავს რიცხვებს და ახდენს პოზიციური სისტემის დემონსტრირებას.


სეტემბერ-ოქტომბერი

2


 იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს მოცემულ  რიცხვებს ზრდის  ან  კლების მიხედვით (5 ან 6 რიცხვი).

      ოქტომბერი
3
 გამოსახავს წილადებს ნახატების გამოყენებით
ნოემბერი-დეკემბერი

4.
 ადარებს ორ წილადს ნახატების გამოყენებით
       დეკემბერი

суббота, 9 сентября 2017 г.

გაკვეთილის გეგმები

                           სსიპ ქალაქ თბილსის N 85 საჯარო სკოლა                              მათემატიკის გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი: სალომე ქველაძე
თემა: ვასახელებთ და გამოვსახავთ გეომერიულ ფიგურებს
საგანი: მათემატიკა
კლასი: პირველი
დრო:
რა დრო დასჭირდება ამ აქტივობის განხორციელებას? ერთ გაკვეთილზე ჩატარდება თუ რამდენიმე გაკვეთილზე გადანაწილდება?
  35 წუთი  ( 1 გაკვეთილი)
შესავალი
გაკვეთილის /აქტივობის ძირითადი მიზანი:     
გეომეტრიული ფიგურების აღქმის, ამოცნობისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება; მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება; ცოდნის პრაქტიკული გამოყენების განვითარება. „დიახ“ და „არა“ ბარათების აქტიურად გამოყენება;
სწავლის შედეგები
დამოკიდებულება
(მნიშვნელოვანი  იდეა, პრინციპი, კანონზომიერების, ღირებულება, პრობლემა და სხვ.)
მოსწავლეები შეძლებენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას და აღწერას. მათი ფორმის ბრტყელი ფიგურების გამოსახულების შექმნას.   

четверг, 7 сентября 2017 г.

ბლოგის მიზანი

   ბლოგის მთავარი ფასეულობა სწავლაში არის ის, რომ მისი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში. ბლოგის საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი პედაგოგის მიერ გაწეული შრომის წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
   ჩემი ბლოგის შექმნის მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს:

  • ჩემი, როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა;
  • ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
  • ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
  • მოსწავლეებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
  • კოლეგებისადმი  სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩემი გამოცდილების გაზიარება პედაგოგებისათვის, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე;
   ბლოგი მუდმივი შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი სასწავლო რესურსები;

ჩემ შესახებ





       მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!

            ვინაობა -- სალომე ქველაძე.                                                                         




            დაბადების  რიცხვი/თვე/წელი -- 21.08.1988                                    


განათლება --ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის                   
                        სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალი.                  
                      -დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა - ბაკალავრი         
                      - განათლების მეცნიერებები, მათემატიკისა და ინფორმატიკის         
                         მასწავლებელი - მაგისტრი



                      

        სამუშაო ადგილი --თბილისის  85-ე საჯარო სკოლა.                




        თანამდებობა -- დაწყებითი კლასების პედაგოგი .                 




     სტატუსი -- უფროსი მასწავლებელი.